ერთი თემა. ერთი მიქსი. ვინ დაიპყრობს აუდიტორიას? შენ წყვეტ! 🔥
რა არის Red Bull Turn It Up?
ეს არის დიჯეების ბეთლი. მოემზადე ღამისთვის, სადაც ბითები ერთმანეთს შეერწყმება, კრეატიულობა კი მთავარ როლს შეასრულებს! Red Bull Turn It Up-ზე დიჯეები ერთმანეთს რამდენიმე რაუნდში დაუპირისპირდებიან. თითოეულ რაუნდში ისინი ლაივ სეტებს დაუკრავენ მოულოდნელი თემების მიხედვით, რომლებსაც სცენაზე ასვლამდე სულ რამდენიმე წამით ადრე გაიგებენ.
მოსამზადებლად დრო არ აქვთ - აქ ყველაფერი ინსტინქტზე, მუსიკალურ ოსტატობასა და აუდიტორიის აყოლის უნარზეა დამოკიდებული. ფანკის კლასიკური ჰიტებიდან საცეკვაო ჰიტებამდე, თითოეულმა დიჯეიმ იმპროვიზაცია უნდა შეძლოს და მთელი თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, რათა აუდიტორია მოხიბლოს.
მაგრამ აი, რა არის განსაკუთრებული: გამარჯვებულს შენ ირჩევ! აუდიტორიის თითოეულ წევრს ფერადი სამაჯური გადაეცემა - ეს შენი ხმაა, შენი არჩევანი. როცა ბოლო ბითი გაიჟღერებს, აწიე შენი ფერის სამაჯური და მხარი დაუჭირე შენს ფავორიტ დიჯეის!
აქ მხოლოდ აუდიტორია იქნება ჟიური